Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” დაფინანსების შესახებ

ცხადდება კონკურსი

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N356/01-01. 01.12.2022 ბრძანება)  

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2021 - 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  • განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 

2021 - 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2022 წლის 8 თებერვლიდან  7 აგვისტოს ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.

2021 - 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში (2022 წლის 8 თებერვლიდან   7 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

საბუთები მიიღება   2 დეკემბრიდან – 6 დეკემბრის   ჩათვლით,  მეექვსე კორპუსის 201 ოთახიში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება: 9 დეკემბრი.

აპელაცია:  10 დეკემბრი 23:00 სთ-მდე (აპელაცია მიიღება მისამართზე social@tsu.ge)

საბოლოო შედეგები გამოცხადება:  12 დეკემბრი.

გისურვებთ  წარმატებებს !